ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის აეროპორტებში გაძლიერდა დაცვა


ინდოეთში ყველა აეროპორტი გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმში მუშაობს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების ცნობით ალ ყაიდასთან დაკავშირებული მეამბოხეები შეიძლება თვითმფრინავის გატაცებას ეცადონ.

ოფიციალური პირების ცნობით, ტერორისტების სამიზნე შესაძლოა ინდოეთის ავიახაზები იყოს. მეამბოხეები სავარაუდოდ პაკისტანურ დაჯგუფება ლაშკარ ე ტაიბასთან არიან დაკავშირეული.

ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების განყოფილების უფროსის თანახმად:

„ეს სიფრთხილე ჩვენს მიერ მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციასთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ტერორისტების სამიზნე შესაძლოა ინდოეთის ავიახაზების თვითმფრინავი იყოს, რომელიც ალბათ საზღვარგარეთ მიფრინავს.“

ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მგზავრები მკაცრ შემოწმებას გადიან თვითმფრინავში ასვლამდე და საჰაერო მარშალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნენ გაგზავნილი თვითმფრინავების გასაცილებლად.



XS
SM
MD
LG