ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში პოლიტიკური მოღვაწე ააფეთქეს


პაკისტანის პოლიციის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ფეშავარში გზისპირა ბომბის აფეთქების შედეგად სერიოზულად დაშავდა ადგილობრივი პოლიტიკური მოღვაწე და სამი პირი.

ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს მომხდარ აფეთქებაში პროვინციის კანონმდებლის აურანგზებ ხანის მანქანა დაზიანდა.

ხანი პაკისტანის მმართველი კოალიციის წევრია. იგი ქვეყანაში თალიბი და ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების წარმართვას ემხრობა.

ქალაქ ფეშავარში ტერორისტული თავდასხმები გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო, როცა პაკისტანის უშიშროების ძალებმა ახლომდებარე სამხრეთ ვაზირისტანის ტომებით დასახლებულ რეგიონში თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო იერიში დაიწყეს.

სამშაბათს, პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური პირების ცნობით, სავარაუდოდ შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ქვეყნის ტომებით დასახლებულ ჩრდილოდასავლეთ რეგიონში სულ ცოტა ხუთი მეამბოხე დაიღუპა.


XS
SM
MD
LG