ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანელი ქალბატონის  სასამართლო ნიუ ორკში


დღეს ალ ყაიდას კავშირში მხილებული პაკისტანელი ნევროლოგი- ნიუ იორკის სასამართლოს წინაშე წარსდგება. მეცნიერ ქალს ბრალად ავღანეთში ფედერალური ბიუროს აგენტთა მკვლელობის მცდელობა ედება.

აიაფა სიდიქუი,რომელმაც თავის დროზე განათლება ამერიკაში მიიღო,სასამართლოსთან თანამშრმოლობაზე კატეგორიული უარს აცხადებს. სასამართლოს წინ მოსმენისა და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დროს მან რამოდენიმეჯერ არაადეკვატური ქმედებები განახორციელა, რაც შემდეგ მისმა ექიმმა ბრალდებულის ნერვიული აშლილობით ახსნა.

სიდიქუი 2008 წელს ავღანეთში დააპატიმრეს. პროკურორის განცხადებით, დაკავებისას მას ასაფეთქებელი საშუალებების დამზადების სახელმძღვანელო და შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი ადგილების რუკა აღმოუჩინეს.

XS
SM
MD
LG