ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში ვანდალიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს


ისრაელის პოლიციამ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე მეჩეთში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა

ისრაელის პოლიციის ცნობით, ებრაულ დასახლებაში დააკავეს ხუთი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან გასულ თვეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე მეჩეთში ხანძრის გაჩენაში.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე უკანონო ებრაულ დასახლება იცხარში განთიადზე ჩატარებული რეიდის დროს პოლიციამ სულ ცხრა ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებულ პირებს შორის ოთხს ბრალი ედება პალესტინური საკუთრების განადგურებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბერში ვანდალები თავს დაესხნენ სოფელ იასუფში მდებარე მეჩეთს. მათ მუსლიმთა რელიგიური წიგნები და სამლოცველო ხალიჩები დაწვეს. ვანდალებმა მეჩეთში ებრაულ ენაზე წარწერები დატოვეს.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო თავდასხმა და უშიშროების სამსახურს დამნაშავეების დაკავება და გასამართლება დაავალა.

XS
SM
MD
LG