ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიზიტი დიპლომატური სკანდალის შემდეგ


ისრაელის თავდაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მას შემდეგ რაც დიპლომატიური ინციდენტის შედეგად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ეჰუდ ბარაკი დღეს ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმეტ დავუთოღლუს ხვდება. შეხვედრა გაიმართება ორ ქვეყენას შორის ახლახან მომხდარი დიპლომატიური სკანდალის ფონზე, რომელიც თურქეთის სატელევიზიო პროგრამით გამოწვეულ ისრაელის მთავრობის გაპროტესტებას მოჰყვა.

გასულ კვირას,ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დენი აიალონმა საჯაროდ გაკიცხა ისრაელში თურქეთის ელჩი იმის გამო, რომ თურქეთის ტელევიზიის ერთ-ერთ პროგრამაში ისრაელის სამხედრო ძალები წარდგენილია უარყოფითად.

მართალია შემდგომში ისრაელის მთავრობამ თურქეთს ბოდიში მოუხადა, ინციდენტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბა.



XS
SM
MD
LG