ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუნებრივი აირის გაჟონვა დაღესტანში გრძელდება


ბუნებრივი აირის გაჟონვა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ დაღესტანის რესპიბლიკაში დღესაც გაგრძელდება, მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ მთავარი გაზსადენი აფეთქების შედეგად სერიოზულად დაზიანდა. ნაღმი მოზდოკ-კაზიმაგომედის დამაკავშირებელი გაზსადენის ახლოს სამშაბათს ააფეთქეს. შედეგად ბუნებრივი აირის მიწოდება 200.000მდე ადამიანს შეუწყდა. გაზსადენის მეშვეობით აირი აზერბაიჯანიდან რუსეთის ცენტრალურ რაიონებს მიეწოდება. აფეთქების საქმე გამოძიების პროცესშია.
XS
SM
MD
LG