ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკო იანუკოვიჩს ბრალს სდებს


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე ვიქტორ იანუკოვიჩი ხმების მასიურ გაყალბებას გეგმავს. მისივე თქმით იანუკოვიჩის რეგიონების პარტია განზრახ ცდილობს უკრაინის აღმოსავლეთში ჩაშალოს არჩევნები. როგორც ტმოშენკო აცხადებს მსგავსი არჩევნების გაყალბება 2004 წელშიც კი არ ყოფილა დაფიქსირებული, როდესაც უკრაინის უზენაესმა სასამართლომ დამატებითი არჩევნების ჩატარება გამოაცხადა არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების გამო. იანუკოვიჩი უარყოფს ტიმოშენკოს ბრალდებას. როგორც იგი ამბობს არჩევნების შედეგების გაყალბება მხოლოდ მთავრობას და არა ოპოზიციას ძალუძს. მისივე თქმით სწორედ მთავრობა აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის ხელთაა გაყალბების მექანიზმი და სტრუქტურა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ბოლო შედეგების თანახმად კვირას დაგეგმილ არჩევნებში უმაღლეს შედეგებს მიიღებენ ტიმოშენკო და ანუკოვიჩი. ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტს პოსტზე მეორედ არჩევის პერსპექტივა პრაქტიკულად არა აქვს.

XS
SM
MD
LG