ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში ცსკოს თავმჯდომარეს ირჩევენ


შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ცსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა. ესენი არიან : ზურაბ ხარატიშვილი, ოთარ სიჭინავა და ლევან თარხნიშვილი, რომლის კანდიდატურის დასახელებამ პოლიტიკურ ძალებში იმდენად სერიოზული წინააღმდეგობა გამოიწვია, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა :" საქართველოს პრეზიდენტმა ცსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ძირეული კრიტერიუმების - პროფესიონალიზმისა და პოლიტიკური დისტანცირების მიხედვით შეარჩია.

ლევან თარხნიშვილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასახელა მისი პროფესიონალიზმის და იმის გამო, რომ მან ძლიერი სისტემა და გუნდი ჩამოაყალიბა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა და მისი გადასაწყვეტია ვის აირჩევს ცსკოს თავმჯდომარედ!" არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის განმარტების მიუხედავად პასუხობს, რომ აღნიშნული კანდიდატების შერჩევა ცსკოს თავმჯდომარის პოსტზე ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არჩევნების ფალსიფიცირებისთვის ემზადება.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია პრეზიდენტის აღნიშნულ ნაბიჯს პოლიტიკური პარტიების შანტაჟს უწოდებს. აცხადებს, რომ თუ საკითხი პარლამენტში გადავა, ცსკოს თავმჯდომარის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ ლევან თარხნიშვილს გაიყვანს.


პოლიტიკუტი მოძრაობა "ჩვენ თვითონ" ლიდერმა პაატა დავითაიამ ცსკოს ოპოზიციურ წარმომადგენლობას თავმჯდომარის პოსტზე არჩევანის გაკეთებისკენ ზურაბ ხარატიშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებს შორის მოუწოდა.


XS
SM
MD
LG