ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-რუსეთის ხელშეკრულება მუშავდება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სტრატეგიული იარაღის შეთანხმების საკითხში მოსკოვი ფიქრობს იანვრის ბოლოს განაახლოს მოლაპარაკებები ვაშინგტონთან.

ლავროვმა დღეს აღნიშნა, რომ ამჟამად ექსპერტები არსენალის შემცირების ხელშეკრულების პროექტს განიხილავენ, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ ინგლისურ და რუსულ ტექსტებში შესაბამისობა არსებობს.

ამერიკული და რუსული მხარის წარმომადგენლები როგორც ცნობილია ბოლო რამდენიმე თვეა 1991 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულების გაგრძელებაზე მუშაობს. 1991 წლის ხელშეკრულებას ვადა დეკემბერში ამოეწურა.

XS
SM
MD
LG