ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეხ ვალენსა საკუთარი ღირსების დასაცავად იბრძვის


მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის ლეხ ვალენსა თავისუფლებისთვის მებრძოლი მამაცი და შეუპოვარ ადამიანად არის ცნობილი. ის სათავეში ედგა პოლონურ მოძრაობა „სოლიდარობას“. ორგანიზაციას, რომელმაც კომუნიზმის დამარცხებაში პოლონეთსა და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი როლი შეასრულა.

ლეხ ვალენსამ 1983 წელს ნობელის პრემია მიიღო, ხოლო „რკინის ფარდის“ დემონტაჟის შემდეგ კი, პოლონეთის პრეზიდენტის პოსტზე 5 წელი დაჰყო.

მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ლეხ ვალენსას კვლავ ბრძოლა უწევს, ოღონდ ამჯერად უკვე საკუთარი ღირსების დასაცავად. ბატონი ვალენსამ პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 34 ათას დოლარს ითხოვს. კაჩინსკიმ მას ბრალად დასდო 1970-იან წლებში კომუნისტურ უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. პოლონეთის პრეზიდენტმა ეს გნაცხადება გასულ წელს ნაციონალური ტელევიზიის ეთერში გააკეთა. მან ლეხ ვალენსა ე.წ. კაგებეს აგენტობაში დაადანაშაულა და მისი კოდური სახელიც, ფსევდონიმიც გაახმოვანა. კაჩინსკის მტკიცებით, ვალენსა „ბოლეკის“ სახელით მოქმედებდა. ეს ბრალდებები არ არის ახალი. ჯერ კიდევ 1992 წელს პოლონეთის ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა კომუნისტური საიდუმლო სამსახურების აგენტების სია, სადაც ლეხ ვალენსას გვარიც ამოტივტივდა. თუმცა, მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ სპეცსამსახურები ძალიან ხშირად ყალბ დოკუმენტებს ქმნიდნენ ამა თუ იმ პიროვნების დისკრედიტაციის მიზნით.

თუმცა დროთა განმავლობაში ვალენსას წინააღმდეგ ეს ბრალდებები თავს იჩენდა ხოლმე. 2008 წელს მთავრობასთან დაახლოებულმა კვლევითმა ორგანიზაციამ პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა წიგნი, სადაც ვალენსა სამშობლოს მტრებთან თანამშრომლობაშია ბრალდებული. ვალენსას მხარდამჭრები კი ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი მისი პოლიტიკური მოწინააღდმეგების მხრიდან ბინძური კამპანიის ნაწილია. საპასუხოდ, ვალენსა სასამართლოს მიმართავდა ხოლმე. „პოლონელი მემარჯვენე პოლიტიკოსები ვალენსას მუდამ ადანაშაულებდნენ საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობაში. ვალენსა მათ სასამართლში უჩიოდა ხოლმე. მას ყველა ასეთი პროცესი მოგებული აქვს“

ამბობს ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ოლგირდ ანუშევიჩი.

ერთ დროს ვალენსა და კაჩინსკი კომუნიზმის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ, თუმცა შემდეგ ერთმანეთს სასტიკად დაუპირისპირდნენ.

ბატონი ვალენსა ამბობს, რომ როდესაც კაჩინსკი პრეზიდნეტი გახდდა, მან კანონის დაცბის პირობა დადო, თუმცა პლონეთის ლიდერი უკანონო ბრალდებებს ახმოვანებს. ვალენსამ აცხადებს, რომ ეს ბრალდებები უკანონოა, რადგან არსებობს პლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც წერია, რომ ვალენსა კოლაბორაციონისტი არ ყოფილა. ვალენსა პოლონელებს პრეზიდენტზე ზეწოლისკენ მოუწოდებს. ის კაჩინსკისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს და აცხადებს რომ პრეზიდენტმა კანონი არ უნდა დაარღვიოს. ანალიტიკოსი ანუშევიჩი აცხადებს, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანით, ლეხ ვალენსა საკუთარ თავზე უფრო მეტად, პოლონური ლეგენდის - მოძრაობა „სოლიდარობის“ და პოლონეთში დემოკრატიის ღირსებას იცავს. გამოკითხვების თანახმად, ლეხ ვალენსა პოლონეთში დღესაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ მისი ადგილი პოლიტიკაში აღარ ის. მან თანამედროვე პოლიტიკური საკითხები სხვებს უნდა მიანდოს და თავად ეროვნულ გმირად უნდა დარჩეს.



XS
SM
MD
LG