ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები ბუნებრივი აირის ბაზარზე


ვაშინგტონის ვუდრო ვილსონის ცენტრში გუშინ პროფესორი ჯენიფერ ქულიჯი სიტყვით გამოვიდა და კასპიის ზღვის აუზის მილსადენებზე ისაუბრა. პროფესორი ქულიჯი სი ემ ექს კასპიანიანისა და საპარსეთის ყურის საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ის ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტის ენერგეტიკის ცენტრის უფროსი მრჩეველია.

სიტყვით გამოსვლისას ქალბატონმა კულიჯმა სამ ძირითად თემაზე ისაუბრა. პირველ რიგში მან ევროპის გაზის ბაზარზე მომხდარი ცვლილებები განიხილა და შემდეგ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების გაზის წარმოებისშესაძლობლობებსა და კასპიის ზღვიდან ევროპაში მომავალი მილსადენების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

ქალბატონი კულიჯის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპის ბუნებრივი აირის ბაზარზე ცვლილებები მოხდა. მისი თქმით, „2006-დან 2008-მდე გლობალური ბუნებრივი აირის ბაზარი ძალიან დაიძაბა, რამაც გაზის საფასური საგრძნობლად გაზარდა, მაგრამ 2009 წლის რეცესიის დროს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოხმე ეჭვით ვუყურებ იმ განცხადებას, რომ კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის ნავთობსადენები შეიძლება ევროპისთვის სამომავლოდ გარდაუვალ საჭიროებას წარმოადგენდეს,“ განაცხადა პროფესორმა ქულიჯმა.

პრეზენტაციის დროს მან ყურადღება ძირითადად ნაბუქოს მილსადენზე გაამახვილა და თქვა, რომ როგორც კასპიის ზღვიდან მომავალ ერთ-ერთ მილსადენის პროექტს, ნაბუქოს ევროპისთვის არც ფინანსური და არც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამასთან ერთად, მისი აზრით, ევროპას იმ რაოდენობის ბუნებრივი აირი არ სასჭირდება, რომელიც ნაბუქოს აშენების შემთხვევაში ექნება ყველა სხვა წყაროსთან ერთად.


სამხრეთის კორიდორის განვითარებას რამდენიმე დამატებითი და თანაბრად მნიშვნელოვანი ფაქტორი უშლის ხელს. პირველი თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, მოლაპარაკებების წარმოებაა.


„შემოდგომაზე ორი შეხვედრა შედგა თურქეთსა და სომხეთს შორის და ეს აზერბაიჯანისთვის ძნელად მოსანელებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორ მხარეს შორის ხელმოწერილ დოკუმენტებში მთიან ყარაბაღზე არაფერია ნახსენები. იმ დღეს, როცა ერდოღნი და სარქისიანი ერთმანეთს მეორედხვდებოდნენ, ალიევი მოსკოვში იყო ჩასული რუსეთისთვის 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულების მოსაწერად,“ თქვა ქალბატონმა ქულიჯმა.


საბოლოო დასკვნა, რომელიც ამ განცხადებიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ, არის ის, რომ ყარაბაღის პრობლემამ შეიძლება სამხრეთის კორიდორის ყველა პროექტს შეუშალოს ხელი. აქედან ერთ-ერთი გამოსავალი ის იქნება, თუ მილსადენები თურქეთის ტერიტორიას არ გაივლის.


თურქეთში პოლიტიკის წარმოება კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია ნაბუქოს განხორციელებაში.ქალბატონმა ქულიჯმა თურქეთი აღწეარა როგორც ორ ღერძზე მდებარე ქვეყანა, რომლიც ერთი მხრივდასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებს, ხოლო მეორეს მხრივ ჩრდილოეთსა და სამხრეთს. აქამდე, დასავლეთი თურქეთს უფრო აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე მდებარე მოკავშეირედ აღიქვამდა, მაგარამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთმა ორიენტაცია შეიცვალა და ახლა რუსეთთან უფრო ახლოს გრძნობს თავს, ვიდრე დასავლეთთან. ამას კი პირდაპირი გავლენა აქვს მილსადენებზე. საკუთარი ენერგო უსაფრთხოებისთვის თურქეთს რუსეთთან უფრო აწყობს კარგი ურთიერთობა, ვიდრე აზერბაიჯანთან.

სამხრეთის კორიდორის განვითარების კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ევროპაში ერთიანი ენერგო პოლიტიკის არ ქონაა. ევროპის ქვეყნები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავედება: „ძველიევროპის ანუ დასავლეთ ევროპის ქვეყნები რუსულ გაზს არ ყიდულობენ. ხოლო ევროპის ახალი წევრები 80-დან 100 პროცემდამდე არიან დამოკიდებული რუსულ გაზზე.ჩემი აზრით, არც რუსეთია კარგ მდგომარეობაში, რადგან ფინანსური კრიზისის შემდეგ გაზპრომის აქციებზე ფასები 80 პროცენტით დაეცა და ამან კომპანიის კაპიტალი საგრძნობლად შეარყია.“


გაზპრომის შესუსტება ევროპის ქვეყნებს რუსეთთან ვაჭრობის საშუალებას აძლევს და რაც უფრო მაღალია რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა, მით უფრო ნაკლებად შესაძლებელი იქნება სამხრეთის კორიდორის განვითარების ალბათობა.


ამ მოსაზრებას ქალბატონი ქულიჯი კიდევ უფრო ამყარებს და ამბობს, რომ თუ აზერბაიჯანმა და თურქეთმა ურთიერთობა არ მოაწესრიგა, თუ გაზის ფასი ნავთობის ფასისგან დამოუკიდებელი არ გახდა და თუ ევროპის გაზის მოხმარება საგრძნობლად არ გაიზარდა, ნაბუქო კიდევ დიდი ხანი უბრალოდ მილსადენის პროექტად დარჩება და სამხრეთის კორიდორიც საქარველოსა მისი მეზობელი ქვეყნების განუხორციელებელი მიზანი იქნება.



XS
SM
MD
LG