ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში უმუშევრობის პრობლემა შემსუბუქდა


ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაუმჯობესებულია. პრეზიდენტი ობამა ამ საკითხზე მოხსენების გაკეთებას დღეს აპირებს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უმუშევრობის დონე 10 პროცენტზე ზემოთ აღარ გაიზრდება.

ბევრი ექსპერტის თქმით, ანგარიშის მიხედვით დეკემბერში უმუშევრობის დონე არ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა გაუთანაბრდა წინა თვეებში დაკარგული სამუშაო ადგილების რიცხვს. ეს მიმდინარე რეცესიის პირობებში მკვეთრ ნახტომს ნიშნავს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა თვეებში ასობით ათასი ამერიკული სამუშაო ადგილი გაუქმდა.


XS
SM
MD
LG