ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიებამ დაადგინა რომ ნატოს იერიშის შედეგად ავღანეში 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა


ავღანეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კვირას ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაღუპულთა შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან.

ასადულა ვაფა, პრეზიდენტი ჰამიდ კარზაის მერჩეველი აცხადებს, რომ გამომძიებლები კუნარ ნარანგის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრნენ და დაადგინეს, რომ იერიშის შედეგაც 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა. რვა მათგანი 13-დან 17 წლამდე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

ნატოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იერიშის შედეგად ცხრა მეამბოხე იქნა მოკლული. დღეს ნატომ გამოძიების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

ქალაქ ჯალალაბადში დღეს ინციდენტის დაგმობის მიზნით სტუდენტური დემონსტრაცია გაიმართა.

XS
SM
MD
LG