დღეს 2009 წელს
გარდაცვლილი იმ რამოდენიმე ცნობილი ამერიკელის შესახებ მოგითხრობთ, ვინც საკუთარი ცხოვრებითა და საქმიანობით ქვეყნის
ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.
2009 წლის
27 იანვარს 76წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი
მწერალი ჯონ აპდაიკი გარდაიცვალა.
ჯონ აპდაიკის ნაწარმოებების გმირები ძირითადად საშუალო ფენის ამერიკელები არიან.ისინი უმეტესად პატარა ქალაქებში ცხოვრობენ და გულწრფელი დაპირდაპირი ხასიათის მქონე ადამიანები არიან.ასეთივე პირდაპირია ავტორიც საკუთარ მოთხრობებში.ხანგრძლივი შემოქმედების მანძილზე ჯონ აპდაიკმა არაერთი მოთხრობა ,ესე და ლექსიგამოსცა.
1968 წელს მისი გახმაურებული რომანი“წყვილები“, იმ დროის ამერიკაში რევოლუციური სითამამით
დაწერილ, ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად იქცა
და მწერალს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა.რომანში რამოდენიმე მოღალატე ცოლ-ქმრის
ოჯახური ისტორიაა აღწერილი.ჯონ აპდაიკიპულცერის პრემიითა და 2 ეროვნული წიგნის პრემიითაა დაჯილდოვებული.
მეორე ამერიკელი მწერალი,რომელიც 2009 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა -ფრენკ მაკკორტი გახლავთ.იგი პროფესიით პედაგოგი გახლდათ,მაგრამ ავტობიოგრაფიიული ნაწარმოებით “ ანჯელას ფერფლი“ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და შემდეგ ამ წოგნისთვის მას 1999 წელს პულცერის პრემია მიაკუთვნეს.მანამდე კი მაკკორტის ავტობიოგრაფიულმა ნაწარმოებმა ამერიკის 2 ეროვნულიპრემიიის ჯილდო მოიპოვა.
ფერა ფოსეტის სპორტული აღნაგობა და გამორჩეული სილამაზის სახე გასულ საუკუნეში- სამოცდაათიანი წლების თაობისთვის მისაბაძი მაგალითი გახლდათ. ფერამ სამსახიობო კარიერა ტელევიზიის სარეკლამო რგოლებით დაიწყო.მისმა ნათელმა ღიმილმა და წელამდე გაშლილმა ოქროსფერმა თმამ მალევემიიქცია მაყურებლის ყურადღება და ცოტა ხანში იგი სატელევიზიო სერიალში ჩარლის ანგელოზებში მთავარ როლზე დაამტკიცეს. ასე დაიწყო ფერა ფოსეტის არცთუისე ხანგრძლივი,მაგრამ საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება.
ფერა ფოსეტს სურდარეჟისორებისა დამაყურებლებისთვის დაემტკიცებინა,რომლამაზი, ქარაფშუტა ქალების როლების თამაშის გარდა , სერიოზული სახეების განსახიერებაც შეეძლო.მართლ აცცოტა ხანში ფოსეტმაორი ძალზე მნიშვნელოვანი სამსახიობო განაცხადი გააკეთა და ფილმებში“ცეცხლმოკიდებული საწოლი“ და „მცირე მსხვერპლშეწირვები“სერიოზული ქალების როლები განასახიერა.
2006წელს ფერა ფოსეტს კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა.მსახიობს არც უცდია დაავადების მიზეზი დაემალა და მთელი მკურნალობის პროცესის ფირზე აღბეჭდვა გადაწყვიტა.ცოტა ხანში ამერიკის სატელევიზიო არხებმა ამ მასალებზე შექმნილი დოკუმენტურიფილმი სახელწოდებით „ფერას ისტორია“ გაუშვეს. ავადმოყოფმა და უკვე ნაკლებად მომხიბლავმა ფერამამერიკელთა სიყვარული და თანაგრძნობა ცხოვრების ამ ურთულეს პერიოდშიც დაიმსახურა. 2009 წლის ივნისში ფერა ფოსეტი სამოცდაორი წლის ასაკში გარდაიცვალა.
გასული საუკუნის სამოციან წლებში,მას მერე,რაც აბე პოლინს ორი შვილიდან ერთერთი გულის ქრონიკული დაავადებით გარდაეცვალა ,პოლინმა ქალიშვილის საპატივცემულოდ ლინდა პოლინის სახელობის უძრავი ქონების პროექტი ჩამოაყალიბა.ეს სახლი შავკანიანი ამერიკელებისუბანში აშენდა ,სადაც საშულო ფენის ამერიკელებს კომფორტული საცხოვრებელ პირობებს სთავაზობდა.ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებშიშავკანიანი ამერიკელებისსაცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე უკვე სხვა ადამაინებმაც დაიწყეს ფიქრი.
აბე პოლინის მუდმივი შემწეობით სარგებლობდა გარეოს ბავშვთა საერთაშორისო ფონდი და ბავშვთა მედიკამენტების რამოდენიმე კველევითი ცენტრიც.2009წლის ნოემბერში, ხანდაზმულ ასაკში აბე პოლინი გარდაიცვალა.რამოდენიმე დღეში კი ვაშინგტონში პოლინის მიერ დაფინანსებული ახალი საცხოვრებელი სახლის მშნებლობა დაიწყო.