ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში დაპირისპირება ძალადობრივ ხასიათს იღებს


ირანში ოპოზიციის მომხრეებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უფრო და უფრო ძალადობრივ ხასიათს იღებს. რეფორმისტულ ინტერნეტგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თეირანის ცენტრში შეკრებილი ოპოზიცის მხარდამჭერების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. თვითმხილველთა განცხადებით, ნაცემი და დაპატიმრებულია ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი.

ასევე ოპოზიციური ვებგვერდის ინფორმაციით, პოლიციას დემონსტრაციის დაშლაში ელიტარული სამთავრობო ძალებიც ეხმარებოდნენ. ოპოზიციამ საპროტესტო გამოსვლები რელიგიურ დღესასწაულებს დაამთხვია.


XS
SM
MD
LG