ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინიცირებული ჯანდაცვის კანონპროექტი დაამტკიცეს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საშობაო საჩუქრად სენატში დემოკრატების მიერ ინიცირებული ჯანდაცვის კანონპროექტის დამტკიცება მიიღო.

ხუთშაბათის ხმის მიცემის პროცესის შემდეგ პრეზიდნეტმა განაცხადა, რომ კანონის მიღებით ამერიკამ ჯანდაცვის სისტემის რეფორმისტვის ხანგრძლივი ბრძოლა დაასრულა. მისი თქმით, ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფო 30 მილიონი ამერიკელის დაზღვევას დაფარავს.

ხმის მიცემისას, 58-მა დემოკრატმა და 2-მა დამოუკიდებელმა სენატორმა კაკონპროექტს მხარი დაუჭირა, 39 რესპუბლიკელი წინააღმდეგი წავიდა. ერთი რესპუბლიკელი სენატორი ხმის მიცემას არ ესწრებოდა.

სენატის კანონის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიებს ეკრძალებათ უარი უთხრან ხალხს, თუკი მათ მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები დაზღვევამდე გააჩნდათ. კანონი ასევე სუბსიდიებით უზრუნველყოფს ღარიბ და უმუსევარ ადამიანებს, რომ მათ სამედიცინო დაზღვევის შეძენა შეძლონ.



XS
SM
MD
LG