სამხრეთ კორეის
სამართალდამცავი უწყებები შვიდ ჩრდილეთ კორეელს დაკითხვას უტარებენ, რომლებიც ორშაბათს
ყვითელ ზღვაში სამხრეთის კუთვნილ ტერიტორიულ წყლებში პატარა ნავით შევიდნენ.
სამხრეთ კორეის
ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყნის მთავარი სადზვერვო სამსახური იმის
დადგენას ცდილობს, საზღვრის დამრღვევები ჩრდილოეთ კორეიდან გამოიქცნენ თუ შემთხვევით
მოხვდნენ სხვა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში.
სამხრეთ კორეაში
მცხოვრები ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული მოქალაქეების ასოციაციის პრეზიდენტმა ლი ჰაე
იანგმა განაცხადა, რომ მათი მომავალი არც ისე ნათელია. მათთვის ძალიან ძნელი იქნება
ძველი ცხოვრების სტილს უპრობლემოდ დაიბრუნონ.
სეულის მედიის განცხადებით,
შვიდივეს სამშობლოში დაბრუნება სურს.
1953 წელს ორ ქვეყანას შორის ომის დამთავრების შემდეგ,
ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში 16 ათაზე მეტი ადამიანია გადაპარული.