ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი ხალხის გამბედაობა რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლაში


ტელეკომპანია სიენენისთვის მიცემულ ინტერვიუში შეერთებულ შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ირანის საკითხში ჯონ ლიმბერტი მიესალმა ირანელი ხალხის გამბედაობას რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, ეს რეპრესიები კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ როგორ ეშინია ირანის ხელისუფლებას საკუთარი ხალხის. ლიმბერტმა ასევე დასძინა,

„შეერთებული შტატები ჩუმად არ იჯდება. ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს იმაზე, თუ რა ხდება თეირანის ქუჩებში. ჩვენ გვწამს, რომ ირანელი ხალხი იმსახურებს თავის მთავრობისგან ნორმალურ მოპყრობას"

ბატონმა ლიმბერტმა ასევე კომენტარი გააკეთა ნორვეგიაში პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის ნობელის პრემიის გადაცემის საკითხზეც. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა მშვიდობის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა, როდესაც „მოქალაქეებს წართმეული აქვთ თავისუფლად აზრის გამოთქმის უფლება: "ასევე საკუთარი ლიდერის არჩევის და შიშის გარეშე შეკრების უფლება." ობამას განცახდებით, არ აქვს მნიშვნელობა ამერიკის ინტერესები იქნება უგულვებელყოფილი თუ მსოფლიოსი, ორივე შემთხვევაში, ეს იქნება ადამიანთა მისწრაფებების ფეხქვეშ გათელვა.

„ასე, რომ რამდენადაც ჩვენ პატივს ვცემთ უნიკალურ კლულტურებს და სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციებს, ამერიკა ყოველთის იქნება მათი უნივერსალური მისწრაფებების მხარდამჭერი. ჩვენ მუდამ ვიქნებით ხმა ისეთი რეფორმატორების ღირსებისა, როგორიც აუნგ სან სუ ჩია. ასევე მხარს დავუჭერთ მამაც ზიმბაბველებს, რომლებიც ძალადობის მიუხედავად თავიანთ ხმებსიცავენ, ასევე მხარს ვუჭერთ ასიათასობით მოქალაქეს, რომლებმაც სიჩუმის მარშით ირანის ქუჩებში ჩაიარეს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი მთავრობების ლიდერებს სხვა სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს ძალაზე მეტად საკუთარი ხალხის ეშინიათ. და ყველა თავისუფალი ერის პაუსისხმგებლობაა, რომ თავიანთ საქმეში გააცნობიერონ, რომ ისტორია მათ მხარესაა." განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ

XS
SM
MD
LG