ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ  ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტთან მაიქლ ოჰანლონთან


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მოსკოვში იწყებს ორ დღიან სამუშაო ვიზიტს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ მედვედევთან, პრემიერ მინისტრ ვლადიმერ პუტინთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან და დუმის სპიკერთან.

თანამდებობაზე მოსვლისთანავე ამა წლის ზაფხულში რასმუსენმა აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობის ერთერთი პრიორიტეტი იქნებოდა ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთთან. შარშან საქართველოსთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ალიანსმა როგორც გახსოვთ რუსეთთან ურთიერთობები შეაააჩერა მთელ რიგ სფეროებში. ალიანსი მაშინ ლაპარაკობდა ე.წ. ზომიერ ჩართულობაზე რუსეთთან. თუმცა უკვე მარტიდან ოფიციალურად განახლდა ორმხრივი შეხვედრები და ჯერ ელჩების დონეზე, შემდეგ კი დეკემბერში ნატო რუსეთის ერთობლივი საბჭოს მუშაობის რეჟიმში, შეხვედრაც გაიმართა.

დღეს ამერიკის ხმის სტუდიაში ვესაუბრებით ცნობილ ამეირკელ ექპერტს, ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელს, მაიქლ ოჰანლონს, რომელიც ერთერთი ყველაზე ცნობილი ანალიტიკოსია ნატოსა და ტრანსატლანტიკური კვლევების საკითხებში, ამ ეტაპზე კი განსაკუთრებით აქტიურად იკვლევს ავღანეთში არსებულ მდგომარეობას და იქ პრეზიდენტი ობამას ახალი სტრატეგიის განხორციელებას. იგი დაგვეხმარება რუსეთში რასმუსენის ვიზიტის მნიშვნლეობა დავადგინოთ. რას ელოდება ალიანსი გენერალური მდივნის მოსკოვური ტურნესგან და რა რას უნდა ნიშნავდეს რასმუსენის პირისპირ შეხვედრა რუსეთის ლიდერებთან საქართველოსთვის.

„ ჩემი აზრით ვიზიტს ორმხრივი დატვირთვა აქვს, გვეუბნება ოჰანლონი, პირველი ეს არის გლობალური საკითხების ირგვლივ ღია საუბარი. აქ რა თქმა უნდა ვგულისხმობ ირანს, ავღანეთსა და ჩრდილოეთ კორეას. ასევე ამერიკის რაკეტსაწინაღო თავდაცვითი გეგმის გაშლასა და ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხში მიმდინარე მოლაპარაკებებს. მეორეს მხრივ, კი სავარაუდოდ ალიანსის გენერალური მდივანი ყურადღებას გაამახვილებს რუსეთში არსებულ შიდა პრობლემებზე და მათი გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, ადამიანის უფლებების დაცვისა დემოკრატიული რეფორმების კუთხით.“

ამ ფონზე რუსი ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ალიანსს, განსაკუთრებით კი აშშ-ს კონკრეტული პასუხების მოსმენა სურს რამდენიმე საკითხზე და პარალელურად ამისა, არსებობს ისეთი საკითხებიც, რომლებზეც არც რასმუსენს და არც ამერიკას უბრალოდ არ აინტერესებს ლაპარაკი, თუმცა მოუწევთ მათი განხილვა. პირველ შემთხვევაში, ისინი დაინტერესდებიან თუ რის გაკეთება შეუძლია ავღანეთში რუსეთს ალიანსის დასახმარებლად. მეორე შემთხვევაში, კი პრეზიდენტ მედვედევის ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ შეტანილი წინადადების დეტალების დაზუსტება.

კითხვაზე თუ რამდენად კარგი შესაძლებლობაა ახლა, მოსკოვში რასმუსენის ვიზიტის დროს საქართველოს დეოკუპაციაზე გამახვილდეს ყურადღება და არის თუ არა მოსალოდნელი ასეთი რამ, ოჰანლონი ნაწილობრივ გვცემს პასუხს და გვეუბნება, რომ პირველ რიგში ნაკლებად სავარაუდოა საერთოდ აფხაზეთის პრობლემის მოგვარება მომავალი ორი წლის განმავლობაში მოხდეს. ამ პრობლემის გადასაწყვატად, მისი აზრით ორმხრივი ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს და ასევე თბილისსა და მოსკოვს შორის არსებული დაძაბულობა განიმუხტოს. „თუ ამ საკითხს სიფრთხილით არ მოეკიდება ყველა მხარე, პირიქით ჭრილობების გაღვივებას შევუწყობთ ხელს. ამითომაც მგონია რომ ეს საკითხი ძალიან ფრთილად და დიპლომატიურ ჩარჩოებში უნდა განიხილებოდეს. „

რაც შეეხება ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ ამჟამინდელ ორმხრივი ურთიერთობებს ექსპერტი აცხადებს, რომ ურთიერთობები კარგია და იმედისმომცემი. საქართველოს მიერ სამხედრო კონტიგენტის გაგზავნა ავღანეთში უდაოდ დადებითი მოვლენაა და ასევე მისასალმებელია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით. „თუმცა ფაქტია ისიც რომ ოფიციალური თბილისი ამაზე მეტს იმედოვნებს და მას სამხედრო გარანტიების, იარაღით დახმარების და რუსეთთან კონფრონტაციის დროს შემწეობის გაწევის იმედი აქვს. ამის გაკეთება ალიანსს არ ძალუძს და საქართველოს ხელისუფლებამ კი პირველ რიგში უნდა იზრუნოს იმაზე, რომ პროვოკაციებს არ მიმართოს ან არ წამოეგოს მათ ისე როგორც შარშან. ალიანსი და ამერიკა, როგორც მისი ერთერთი წევრი, შეეცდება შეზღუდოს რუსეთის საპასუხო მოქმედებები, მაგრამ ასევე ვიტყვი იმასაც, რომ შეუძლებელი იქნება რუსეთის მოქმედების მთლიანობაში აღკვეთა და პრევენცია. შარშან რუსეთმა საქართველოზე არაპროპორციული იერიში მიიტანა და ასეთი ქმედება გადაჭარბებული იყო, მაგრამ საქართველო ყველანაირად უნდა მოერიდოს ხელახალ პროვოკაციებს.“

XS
SM
MD
LG