ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში ტვიტმფრინავის ეკიპაჟის წევრებს 12-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ


ტაილანდის სასამართლოს ბრძანებით თვითმფრინავის ეკიპაჟი რომელსაც უკანონოდ გადაჰქონდა ჩრდილოეთ კორეის წარმოების იარაღიწინასწარ პატიმრობაში იქნება მოთავსებული.

ტაილანდის სასამართლოს ბრძანებით 12-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა ხუთწევრიან ეკიპაჟს, რომელსაც ბრალად ედება ჩრდილოეთ კორეის წარმოების იარაღის უკანონო გადაზიდვაში.

ეკიპაჟის წევრები დააკავეს პარასკევს, როცა თვითმფრინავი, რომელსაც ისინი მართავდნენ, დაეშვა ბანგკოკის დონ მუანგის აეროპორტში საწვავის შევსების მიზნით. ტაილანდის ოფიციალური პირების განცხადებით ინფორმაცია თვითმფრინავის შესახებ ტაილანდის პოლიციამ შეიტყო შეერთებული შტატების მთავრობისგან, მაგრამ ვაშინგტონს ეს ცნობა ჯერ ჯერობით არ დაუდასტურებია.

დაკავებული ოთხი ყაზახეთის მოქალაქე და ერთი ბელორუსი უარყოფენ ბრალდებას რომ ისინი იარაღის უკანონო გადაზიდვას ახორციელებდნენ.

XS
SM
MD
LG