ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქცია კოპენჰაგენში


დღეს კოპენჰაგენში ათი ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. გარემოს დაცვის აქტივისტები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემის დასაძლევად აგრესიული ზომები მიიღონ. მსგავსი სახის აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.აქციის ორგანიზატორები აცხადებენ რომ ავსტრალიაში მოწყობილ აქციაში სახელწოდებით სვლა დათბობის წინააღმდეგ, 40 000 ადამინმა მიიღო მონაწილეობა.

დიდ დემონსტრაციას ჰქონდა ადგილი ასევე პეკინში. ინდონეზიაში, მანილაში, და ტაიპეიში. კოპენჰაგენის სამიტის დამთავრებამდე მსოფლიო ლიდერებმა ხელი უნდა მოაწერონ ხელშეკრულებას რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრას ითვალისწინებს. უახლოეს მომავალში ხელშეკრულების გასაფორმებლად კოპენჰაგენში ასევე კოპენჰაგენში ასევე გარემოსდაცვისადა ბუნებრივი რესურსების მოსფლიო მინისტრები ჩადიან. მომავალ კვირას დანიის დედაქალაქში 100-მდე მოსფლიო ლიდერი მოიყრის თავს.

XS
SM
MD
LG