ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მიერ რაკეტის გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უახლესი სტრატეგიული რაკეტის გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.

თეთრ ზღვაში დისლოცირებული წყლქვეშა ნავიდან გაშვებული რაკეტა ალბათ იმ ამოუცნობი შუქის წყარო იყო, რომელიც ოთხშაბათს ნორვეგიის ცაში დაფიქსირდა.

თავდავის სექტორის წყაროების თანახმად, რუსული რაკეტის გაუმართაობა გაფრენიდან მესამე ეტაპზე ჰქონდა ადგილი.

ეს იყო ბულავის ტიპის ბალისტიკური რაკეტის რიგით მეთორმეტე გამოცდა. აღსანიშნავია, რომ ცდების ნახევარზე მეტი წარუმატებელი აღმოჩნდა.

ივლისში მომხდარი წარუმატებელი ინციდენტის შემდეგ რაკეტის მწარმოებელი ინსტიტუტის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა.


XS
SM
MD
LG