ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეთნიკური უმცირესობები საქართველოში - რესპონდენტი ქართულ-ოსური კავშირის „იბერ-ირონის“ თავმჯდომარე მაია ცაბოშვილი


ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, რომ „იბერ-ირონი“ 1995 წელს დაარსდა. დასახელება ნიშნავს იბერიასა და ოსეთს. მისი მთავარი ფუნქცია იყო ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის ხელის შეწყობა. –„ჩვენი ორგანიზაცია ამჟამად დაკავებულია აგვისტოს ომის შედეგად დაკარგული ადამიანების მოძიებაში, როგორც ქართღველების ასევე ოსების. გარდა ამისა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ შევისწავლოთ საქართველოში დარჩენილი ოსების მდგომარეობა. ის თუ რამდენი არიან ისინი, რა ესაჭიროებათ მათ, რა ხედვები აქვთ და ასე შემდეგ. მართლა ძალიან ცოტანი არიან დარჩენილი საქართველოში ოსები. განსაკუთრებით მათი სამხრეთ ოსეთშჳ გადასვლას ხელი შეუჭყო აგვისტოს კონფლიქტმა. ჩვენ ვიმოდევნებთ რომ ჩვენი ორგანიზაცია პატარა წვლილს მაინც შეიტანს ქართულ-ოსურ ურთიერთობებში.

XS
SM
MD
LG