ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენის ადგილსამყოფელი უცნობია


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის განცხადებით, ამერიკამ არ იცის ტერორისტული დაჯგუფება ალ-ყაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის და მისი მდებარეობის შესახებ ბოლო წლებში ბუნდოვანი ინფორმაცია აქვს.

"ეიბისისთვის" მიცემულ ინტერვიუში გეითსმა განაცხადა, რომ ამერიკა აუცილებლად შეიპყრობდა ბინ ლადენს, მისი ადგილსამყოფელის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია რომ გააჩნდეს.

ამერიკელი და მოკავშირე სამხედრო მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ტერორისტთა ლიდერი პაკისტანსა და ავღანეთის საზღვარზე, მთებში უნდა იყოს დამალული.


XS
SM
MD
LG