ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსლიმები ეიდ ალ ადჰას ზეიმობენ


მუსლიმები მსაოფლიოს ყველა კუთხიდან ზეიმობენ ეიდ ალ ადჰას რელიგიურ დღესასწაულს. საუდის არაბეთში მილონობით მომლოცველი ყოველწლიურ ჰაჯის რიტუალში იღებს მონაწილეობას.

მუსლიმების წმინდა ქალაქში მექაში სამ ქვის სვეტს , როგორც სატანის გამოსახულების სიმბოლოს , მომლოცველები ქვებს ესვრიან. რიტუალი პარასკევს დაიწყო და კვირამდე გაგრძელდება. ამ დრომდე არანაირ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია.

საუდის არაბეთის პოლიციის განცხადებით შაბათს 70 წლის პაკისტანელი მამაკაცი რომელიც ჰაჯის რიტუალში იღაბდა მონაწილებას აშ 1 ენ 1 ტიპის ვირუსიგან გარდაიცვალა. ეს უკვე მე 5 მომლოცველია, რომელიც ღორის გრიპისგან კვდება. ექპარტები შიშობენ , რომ მოსალოდნელია ვირუსის გავრცელება პილიგრიმებს შორის.

XS
SM
MD
LG