ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში  ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს  საბანკო ანგარიშები გაუყინეს


ირანის მთავრობამ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს შირინ ებადის საბანკო ანგარიშები გაუყინა და ნობელის მედლის კონფისკაცია მოახდინა.

ქალბატონი ებადის განცხადებით,მთავრობა მას ნობელის პრიზით მინიჭებული მილიონ სამასი ათასი დოლარიდან- ბეგარის სახით ოთხასი ათასი დოლარის გადახდას სთხოვს. თუმცა ნობელის მფლობელი ქალბატონი და მისი კოლეგები აცხადებენ,რომ მსგავსი ჯილდო ირანის საგადასახადო სისტემით არ უნდა იბეგრებოდეს.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონას გაჰრ სთოერმა ნობელის მედლის კონფისკაციას მაშოკირებელი ქმედება უწოდა და აღნიშნა,რომ ჯილდოს 108 წლიანი ისტორიის მანძილზე , მსგავსი შემთხვევა პირველად ხდება.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პროტესტის გამოსახატად ოსლოში ირანის ელჩთან შეხვედრაც გადაწყვიტა. მინისტრმა ასევე გამოხატა სინანული იმ ფაქტთან დაკავშირებით,რომ თეირანმა ქალბატონი ებადის მეუღლე დააპატიმრა და ფიზიკურად სასტიკად სცემა.

XS
SM
MD
LG