ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ბომბის აფეთქებამ თალიბთა მოწინააღმდეგე ტომების ლიდერი იმსხვერპლა.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს შაფურ ხანი მომლოცველებთან ერთად მუსლიმანური დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ შინ ბრუნდებოდა,როცა სოფელ ბადანთან ბომბი აფეთქდა.აფეთქების შედეგად რამოდენიმე ადამიანი დაიჭრა.

პაკისტანში ეიდის დღესასწაული შაბათ დღეს ცხადდება,თუმცა ბაჯურის რეგიონში,ისევე როგორც ავღანეთში ,რელიგიური დღესასწაული პარასკევიდან იწყება.

XS
SM
MD
LG