ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები კითხვის ნიშნის ქვეშაა


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხი ახლა პალესტინელებზეა დამოკიდებული, რადგანაც ისრაელმა უკანონო მშენებლობების ნაწილის შეჩერება გადაწყვიტა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა დღეს რადიო მიმართვაში დასძინა, რომ ამჟამად საპასუხო ქმედებებს პალესტინისგან ელიან.

ლიბერმანის ამ განცხადებას წინ უსწრებდა პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს წინადადება სადაც, საუბარია 10 თვის განმავლობაში ახალ მშენებლობებზე ლიცენზიების გაცემის შეჩერება. მაგრამ ამასთან ისიც აღინიშნა, რომ უკვე დაწყებული მშენებლობები არ შეფერხდება.

პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის პრესმდივნის განცადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბარის დაწყება არ შეიძლება სანამ აღმოსავლეთ იერუსალიმში სამშენებლო პროცესები არ შეწყდება.

XS
SM
MD
LG