ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-რუსეთს შორის შეიარაღებაზე ხელშეკრულების მზადების  ბოლო რაუნდი მიმდინარეობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველი სამხედრო საკითხებში რუსეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების ბოლო რაუნდს მართავს. შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის შეიარაღებაზე ხელშეკრულების განახლებაა. შეერთებული შტატების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი ამერიკელი ადმირალი მაიკ მალენი გუშინ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურს გენერალ მაკაროვს შეხვდა. მალენის წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრა გულწრფელი და ნაყოფიერი იყო. მისი თქმით, მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება.

XS
SM
MD
LG