ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანში გაასამართლეს ორი ოპოზიციონერი ინტერნეტ აქტივისტი


ადამიანის უფლებების დამცველები და საერთაშორისო საზოგადოების წარმოადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ ახალგაზრდა აქტივისტების ემინ მილისა და ადნან ჰაჯიზადეს დაკავების გამო. პირველ ახალგაზრდას სასამართლომ ორნახევარი წლით, ხოლო მეორეს, ორი წლით მიუსაჯათავისუფლების აღკვეთა.

ემინ მილი აზერბაიჯანში ხალგაზრდა კურსდამავრებულების სასერთაშორისოქსელის დამფუძნებელია. ადნან ჰაჯიზადე კი ორგანიზაცია ოლის კოორდინატორი, რომელიც ახალგაზრდული გაერთიანებაა და შემწყნარებლობასა და არა ძალადობრივ მეთოდებს ქადაგებს . ორივე ახალგაზრდა ელექტრონულ ჟურნალისტურ ქსელებში აქვეყნებს თავის მოსაზრებებს, მათ შორის ისინი აქტიურად მონაწილეობენ სოციალურ ქსელებში- ფეისბუკი, თვითერი და იუ თუბი დაზოგჯერ აზერბაიჯანის მთავრობისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებასახ იჩენენენ. ორივე მათგანი დააკავეს და ჰულიგნობაში დასდეს ბრალი მას შემდეგ რაც ივლისში, ბაქოს კაფეში დავას ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც ორივე ახალგაზრდაზე ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა. ორმა მამაკაცმა, რომლებმაც მათზე მიიტანა იერიში, მოგვიანებით დაზარალებულად გაასაღა თავი. პოლიციის განყოფილებაში საქმის განხილვის შემდეგ, სწორედ მილისა და ჰაჯიზადეს დაკავება მოხდა და მათ რამდენიმე მუხლის ბრალდებით შეუფარდეს პატიმრობა.

ამერიკის სახელმწფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იან კელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილება დემოკრატიული რეფორმის გზაზეუკანგადადგმული ნაბიჯია. გამოძიება, რომელსაც ყველანაირი გამჭვირვლობა აკლდა, დახურულ კარს მიღმა ჩატარებული სასამართლო პროცესი, უსამართლო ბრალდებები და ის ფაქტი, რომ თავდამსხმელების დაკავება დღემდე არ მომხდარა შეშფოთებასზრდის აზერბაიჯანის პოლიციისა და სასამართლო ხელისუფლების მოქმედების გამო, ისევე როგორც კითხვებს ბადებს გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

იან კელი: ამერიკას იმედი აქვს რომ ბოლო ოთხი თვის მოვლენები გამოხატვის თავისუფლების საბოლოოდშეზღუდვას არ მოიტანს აზერბაიჯანში. ამასთან, შეერთებული შტატები მოუწოდებს ხელისუფლებას რათა უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი, დროული და გამჭვირვალე გამოძიება და სასამართლო მოსმენები. ამერიკა ამასთან იმედს გამოსთქვამს, რომ ეს განაჩენი აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებას არ აიძულებს-დემოკრატიუთლი რეფორმების ხელშეწყობიდან უკან დაიხიოს, რეფორმებისა, რომელსაც ასე იმსახურებს აზერბაიჯანელი ხალხი.

ევროსაბჭოს გნერალურმა მდივანმა თორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის შეფარდებული სასჯელი აზერბაიჯანში გამოხატვის თავისუფლების ტენდენციებზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. მან აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდა გადახედოს დამოკიდებულებას მედიისა და სამოქალაქო საზოფადოებისადმი, და როგორც ევროპის საბჭოსწევრმა და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის ხელმომწერმა ქვეყანამ ყველა პირობა შეასრულოს.

ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტიამ განაცხადა, რომ ორი ახალგაზრდა ჟურნალისტის მიმართ გამოტანილი განაჩენი, შეთითხნილი იყო და რომ ისინი მხოლოდ თავიანთი საქმიანობისა და თვალსაზრისის თავისუფლად გამოხატვის გამო დააკავეს.

თავის მხრივ შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს იმუშავოს აზერბაიჯანის მთავრობასთან და ხალხთან რათა დემოკრატიული რეფორმების სფეროში პროგრესი იქნას მიღწეული, მათ შორის აზრის თავისუფლად გამოხატვისა და თავისუფლად შეკრების უფლებაციქნას დაცული. თავისუფალი სასამართლო, კი რომელიც პოლიტიკური ზეწოლისგან იქნება თავისუფალი და დინამიური სამოქალაქო განმსაზღვრელი თვისებებია.

XS
SM
MD
LG