ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბოლოო დებატები  ჯანდაცვის რეფორმაზე სენატში



ამერიკის სენატში დაგეგმილია დემოკრატების მიერ წაყენებული ჯანდაცვის რეფორმის გადამწყვეტი კენჭის ყრის პროცესი . ხმის მიცემის პროცედურა განსაზღვრავს მოხდება თუ არა სენატში კანონის ირგვლივ საბოლოო დებატების წარმოება. არ არის ინფორმაცია იმის შესახებ , აქვთ თუ არა დემოკრატებს საჭირო 60 ხმა კანონის გასატანად .

რესპუბლიკელი სენატორების განცხადებით, 2000 გვერდიანი კანონპროექტი არსებულ ბიუროკრატიას ჯანდაცვის სისტემაში კიდევ უფრო გაზრდის. ამასთან მათი თქმით, ახალი კანონი მილიონობით ამერიკელს გაუზრდის ჯანდაცვის დაზღვევის გადასახადს. როგორც რესპუბლიკელი სენატორი მაიკ კრაპო აცხადებს, შემოთავაზებული გეგმა არ წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის რეალურ რეფორმას , ეს გაზრდის როგორც დასაზღვევი პირების გადასახადებს, ისე მთლიანად სამედიცინო მომსახურებას.


XS
SM
MD
LG