ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის გამოწვევები



ავღანეთში შეერთებული შტატების დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის საკითხს, ბევრი ანალიტიკოსი პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად განიხილავს.

აზიაში ტურნეს დროს, პრეზიდენტმა ობამამ ტელეკომპანია ენ-ბი-სი-სთან საუბარში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს. ასევე ცნობილი გახდება ამ გეგმის წარმატებით დასრულების პირობები. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნა ავღანეთში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს. თუმცა, შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის განწყობა ავღანეთში ომის შესახებ არაერთგვაროვანია. ომის მოწინააღმდგეთა უმთავრეს არგუმენტს ფინანსური დანახარჯები და ავღანეთში ამერიკული ვალდებულებების დასრულების გაჭიანურება წარმოადგენს.

ქუინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხულთა მხოლოდ 41 პროცენტი ემხრობა ავღანეთში ომის გაგრძელებას, რომელთაგან, მხოლოდ 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ დამატებით 40 ათასი სამხედროს გაგზავნა სწორი გადაწყვეტილება იქნება. ხოლო 42 პროცენტი კი ჯარების გაგზავნის წინააღმდეგია.

პიტერ ბრაუნი ქუინიპიაკის კვლევაში მონაწილეობდა. „ავღანური ომის ენთუზიაზმი იკლებს და შესაბამისად პრეზიდენტისადმი მხარდაჭერაც ნელდება. ავღანეთთან დაკავშირებით რამდენიმე ერთნაირი მიმართულების მოვლენა იკვეთება - სადაც ჩანს, რომ ამომრჩევლებში მატულობს სკპეტიციზმი და ასევე ისინი სულ უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს იქ შეერთებული შტატების არმიის ყოფნისგახანგრძლივებას“

ავღანეთში ჯარების გაგზავნის გარდა, პრეზიდენტ ობამას ორი მნიშვნელოვანი შიდა საკითხის გადაწყვეტაც მოუწევს - ეს არის დასაქმების ბაზრის გაუმჯობესება და ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება.

„ყოველ დღე, იმაზე ფიქრით ვიღვიძებ,თუ როგორ დავეხმარო უმუშევრებს დასაქმებაში და ასევე როგორ დავეხმარო იმ ადამიანებს ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაში, ვისაც არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა.“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში შეერთებული შტატებში უმუშევრობის რიცხვი, 10, 2 მეათედი პროცენტით გაიზარდა, რაც 1983 წლის შემდეგრეკორდული მაჩვენებელია. „ნიუ-იორკ დეილი ნიუსის“ ანალიტიკოსი ტომ დე ფრანკი აცხადებს, რომ ეკონომიკური ვითარების შემობრუნება პრეზიდენტის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიოტეტს წარმოადგენს, რადგანაც მომავალი წლისკონგრესის შუალედურ არჩევნებზე ფიქრობს. „თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უმთავრესი ეკონომიკური წინსვლაა და 2010 წელს ჩვენი უკეთესი ცხოვრების წინაპირობა სწორედ ეკონომიკის გაჯანსაღება უნდა იყოს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის უმუშევრობა კვლავ 9 პროცენტზე მაღალი იქნება.“

სენატში პრეზიდენტ ობამას ოპონენტები, რესპუბლიკელ მიტჩ მაკკონელის ხელმძღვანელობით აცხადებენ, რომ ჯანდაცვის რეფორმის განხორცილება ძალიან ძვირი დაჯდება და ამ სფეროში მთავრობის როლის გაზრდა უდიდესი შეცდომა იქნება. თუმცა, იგივე ქუინიპიაკის უნივერსიტეტის გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტ ობამას რეიტინგი კვლავ მაღალია. ამომრჩეველთა 74 პროცენტს ის მოსწონს, თუმცა მათგან მხოლოდ 47 პროცენტი ემხრობა მის პოლიტიკას. ამასთანვე, უკანასკნელი კვლევების თანახმად, ამომრჩევლები რესპუბლიკელებზე მეტად სწორედ პრეზიდენტ ობამას ენდობიან და აცხადებენ, რომ განუხორციელებელი ჯადაცვის რეფორმა შეერთებული შტატების ხელმძღვანელს მემკვიდრეობითსწორედ რესპუბლიკელებისგან ერგო.


XS
SM
MD
LG