ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პარლამენტი იხილავს ახალი საინფორმაციო სააგენტოს შექმნის იდეას


ირანის მიმართ შეერთებული შტატების მედია ინიციატივების საპასუხოდ. შესაძლებელია, რომ ირანის ახალი საინფორმაციო სააგენტო რევოლუციის გუშაგთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდეს.

ამ საკითხის დამუშავების მიზნით შეიქმნა საგანგებო სამწევრიანი კომიტეტი.

ირანის პარლამენტის მიერ განხილულ კანონმდებლობაში ნახსენებია, რომ ახალი საინფორმაციო სააგენტოს შექმნისთვის გამოყოფილია 20 მილიონი დოლარი, მაგრამ ირანის კანონმდებლებმა ეს თანხა 50 მილიონამდე გაზარდეს მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ის, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა 50 მილიონი დოლარი გამოყო ირანში მაუწყებლობისთვის.

დასავლეთის მედიის ანალიტიკოსების უმრავლესობის აზრით, უცხოეთისთვის განკუთვნილი ირანის მაუწყებლობა მიკერძროებულია. ბრიტანეთის სახელმწიფო მედიის სამეთვალყურეო ორგანიზაცია ოფკომი ამჟამად იძიებს ლონდონში მდებარე პრეს-ტივის სააგენტოს, რომელსაც ბრალიე ედება „სიზუსტესა და მიუკერძოებლობის სტანდარტების დარღვევაში."

თავის საინფორმაციო გამოშვებებში პრეს-ტივი ხშირად აკრიტიკებს შეერთებული შტატების და ბრიტანეთის მთავრობებს, ხოლო ისრაელის კრიტიკა კი განსაკუთრებით დაუნდობელია. პრეს-ტივის გამოშვებებში ხშირად გამოტოვებულია ირანში სტუდენტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციები.

ლონდონში მდებარე არაბულ და ირანულ კვლევათა ცენტრის მკვლევარი ალი ნურიზადეს თქმით ირანის მთავრობა თვლის, რომ 50 მილიონი დოლარის გამოყოფით თეირანი სათანადო პასუხს გასცემს დასავლელ მაუწყებლებს. ამასთან დაკავშირებით ნურიზადე დასძენს:

„ირანელებმა იციან საერთაშორისო მედიის გავლენა,და განსაკუთრებით კი ეს ეხება სპარსულენოვან მაუწყებლებს როგორებიც არის ამერიკის ხმა და ბი-ბი-სი. ამ მაუწყებლებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ რადგან მათ საინფორმაციო გამოშვებებში ყოველდღიურად გაშუქებულია ირანში მიმდინარე მოვლენები."

გასულ შაბათ-კვირას თეირანში ორგანიზებულ კონფერენციაზე ირანის სახელმწიფო სატელევიზიო არხის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანმა ყოველი ღონე უნდა იხმაროს „დასავლეთის პროპაგანდის წინააღმდეგ."


XS
SM
MD
LG