ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდი კამბოჯისგან ტაქსინ შინავატრას ექსტრადიციას ითხოვს


კამბოჯის მთავრობამ უარი განუცხადა ტაილანდის მხარეს ყოფილი პრემიერ მინისტრის ტაქსინ შინავატრას ექსტრადიციაზე. დღეს ტაილანდის დიპლომატიურმა კორპუსმა წარუდგინა ოფიციალური მოთხოვნა ყოფილი პრემიერის დაკავებასა და ექსტრადიციაზე. ეს უკანასკნელი კამბოჯაში სამშაბათს ჩავიდა სადაც დაინიშნა კამბოჯის პრემიერ მინისტრის მრჩეველად ეკონომიკის დარგში. ტაქსინ შინავატრამ ტაილანდი დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა, სადაც მას ორწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა კორუფციისთვის. კამბოჯიის მთავრობა ტაილანდის ყოფილი პრემიერ მინისტრის გასამართლებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.


XS
SM
MD
LG