ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოელის კაცობრიობას 2012 წელს?


2012 წლის 21 დეკემბრისთვის მაიას კალენდრის მიხედვით დედამიწაზე ხუთი ათას ას ოცდახუთწლიანი ციკლი უნდა დასრულდეს. მაიას ცივილიზაცია,რომელმაც განვითარების უმაღლეს საფეხურს ათასი წლის წინ მიაღწია-ამ თარიღს ,როგორც კოსმიურ ფენომენს ისე აღიქვამდა.

ალბათ ამიტომაცაა,რომ დღეს ბევრი 2012 წელსსამყაროს აღსასრულს უკავშირებს , ზოგი კი კაცობრიობის ისტორიაში ახალი აღმავლობის დასასწყისს მოელის. ჰოლივუდის ახალი ფილმი, რომლის სახელწოდება 2012 გახლავთ-მაყურებელს ამ საკრალური თარიღის თავისებურ ვერსიას სთავაზობს. ფილმი "2012"ისმსოფლიო პრემიერა ნოემბრის თვეში უნდა შედგეს. მანამდე კიინტერნეტისა და ტელევიზიის სივრცეებში ფილმის ეფექტებით გაჯერებული სარეკლამო რგოლი დაჟინებით ტრიალებს.

წამყვანი ბეჭვდითი მედია კი 2012 წელს ლამის აპოკალიფსისა და მეორედ მოსვლის თარიღად აცხადებს.


ჯონ მეიერ ჯენკინსი მაიას ცივილიზაციის შემსწავლელი მეცნიერების დარგის პროფესორი გახლავთ.იგი ასევე 2012 წლის შემსწავლელი ცენტრის დირექტორიცაა.თავის ახალი წინგში ჯენკინსი აღნიშნავს,რომ რეალურად ეს თარიღი მაიას ცივილიზაციის დროს სულ სხვა მნიშვნელობას ატარებდა.

მაიას კალენდარი 2100წლის წინ შეიქმნა.კალენდრისშექმნას მაიას ცივილიზაციის ხალხი საკუთარი მითოლოგიის დასაბამს უკავშირებდა,აქედან გამომდინარემის დასასრულსაც ანალოგიურად მითიურ თარიღად აღიქვამდა.ყველა გამოთვლას მაიას ცივილიზაცია მზის,მთავრისა და დედამიწის ბრუნვის მიხედვით აწარმოებდა.კალენდრის საკრალური ციფრები დროთა განმავლობაში მითიური ლეგენდებისა და მითების წყაროდ იქცა.“-ამბობს პროფესორი ჯენკინსი. მისი თქმით,არ მოიპოვება არანაირი წყარო და დოკუმენტი ,სადაც სამყაროს აღსასრული 2012 წლისთვისაა ნაწინასწარმეტყველები.ეს თანამედროვე გაგება და ადამიანების მდიდარი წარმოსახვის ნაყოფია.


"თანამედროვე ადამიანები 2012 წლისთვის აპოკალიფსსა და არმაგედონს ბიბლიისწინასწარმეტყველებიდან გამომდინარეელიან. ამაში დიდი როლი ალბათ ცნობილი მწერლების ნაწარმოებებმაც ითამაშეს.სინამდვილეში 2012 წელი მხოლოდ მაიას ცივილიზაციის კალენდრის ციკლის დასრულების აღმინშვნელი თარიღი გახლავთ. ამ თარიღის ინტერპრეტაციის შედეგია ყველა ის წინასწარმეტყველება,რაც დღეს ადმაიანებს ასე აინტერესებთ და აშინებთ.თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,რომ რელიგიური მოძღვრების არცერთი წყარო ამ თარიღს სამყაროს აღსასრულის დღედ არ მოიაზრებს."-ამბობს პროფესორი ჯენკინსი

და იქვე დასძენს : „ დასავლურ ცივილიზაციასა და კულტურაში ,იუდაიზმისადა ქრისტიანობის მოძღვრებაში სიტყვა აპოკალიფსს ფილოსოფიური მნიშვნელობა აქვს.არ უნდა აღვიქვათ ეს სიტყვა,როგორც სამყაროს დასასრული.ესადამიანის სიცოცხლის,არსებობის აპოკალიფსია. დაბადება და აღსასრული ანუ სიკვდილი. ამიტომ ეს პროცესი კაცობრიობის აღსასრულად არ უნდა მოვიაზროთ.ალბათ სიკვდილის მოლოდინის შიშმაშეუქმნა ადამიანსაპოკალიფსისა და განკითხვის ჟამის 2012 წელთან გაიგივება."

დენვერის უნივერსიტეტში ასტრონომიისპროფესორირობერტ სტენსელიც ასევე დასძენს,რომ „ამ კალენდრის მიხედვით -ერთი ციკლი სრულდება და ახალი მეორე ციკლი იღებს დასაბამს“

ასე რომ,2012 წლამდე ჯერ კიდევ რამოიდენიმე წელია.მანამდე კი არაერთი ფილმი და ნაწარმოები სამყაროს აღსასრულის საკუთარ ვერსიას შემოგვთავაზებს.მაია ცივილიზაციის მეცნიერების დარგის ისტორიკოსი ჯონ ჯენკინსი კი იუმორით აღნიშნავს, ეგებ ამ ფაქტის გამოადამიანებმა მაიას ცივილიზაციასა და მისი ისტორიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეიძინონ.



XS
SM
MD
LG