ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეულში საპროტესტო აქციები იმართება


დღეს სეულში ათი ათასობით სამხრეთ კორეელი საპროტესტო აქციაში იღებს მონაწილეობას. აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან სამხრეთ კორეის მთავრობის მიერ შრომის კანონთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

შრომისა და დასაქმების მინისტრს სურს მომავალ წელს შეცვალოს შრომის კანონი რომელიც ყოველ დაწესებულებაში რამდენიმე პროფკავშირის წარმომადგენელს დაუშვებს და კომპანიებს შტატში მყოფი პროფკავშირის წარმომადგენლისთვის ხელფასის გადახდას შეზღუდვას.

მეპროტესტეეები სამხრეთ კორეიის პრეზიდენტს ლი მუნ ბაკს პროფკავშირის გაუქმებაში სდებს ბრალს. დედაქალაქში ათასობით პოლიციელი გადასხეს. დემონსტრაციის დროს ადგილი არ ჰქონია ძალმომრეობას. დემონსტრანტები მშვიდობიანად დაიშალნენ.


XS
SM
MD
LG