ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მიერ დაკავებულ ხომალდს იარაღი არ გადაჰქონდა


ლიბანში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფება ჰესბოლა აცხადებს, რომ ისრაელის მიერ დაკავებულ ხომალდს იარაღი მისთვის არ გადაჰქონდა. ჰესბოლამ ისრაელს მეკობრეობაში დასდო ბრალი, ვინაიდან გუშინ ისრაელის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდებმა ხმელთაშუა ზღვაში დააკავეს ანტიგუას დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომლის ბორტზეც ასობით ათასი ტონა ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები და ხელყუმბარები აღმოაჩინეს. თელ-ავივი თვლის, რომ იარაღი ირანმა სირიის დახმარებით გაუგზავნა ჰესბოლას. თეირანი და დამასკო კი ამ ბრალდებას უარყოფენ.

XS
SM
MD
LG