ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიკვდილმისჯილთა ჩანაწერები


ამერიკის შეერთებულ შტატებშიყველაზე მეტი პატიმარი ტეხასის შტატის საპყრობილეებში ზის. სიკვდილით დასჯის უმეტესი შემთხვევაც ამ შტატშია დაფიქსირებული. აღსანიშნავია ისიც ,რომ ტეხასის მოსახლეობის სამოცდაათპროცენტი დღემდე მაინც სიკვდილით დასჯას უჭერს მხარს. წიგნი,რომელიც ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოსცეს, სიკვდილმისჯილთა ჩანაწერებსა და ნახატებს გაგვაცნობს. ტეხასის შტატში სასიკვდილო განაჩენს 350მამაკაცი და 10 ქალი მოელის. მამაკაცები ლივინგსტონის გაძლიერებულიდაცვის საპყობილეში არიან მოთავსებული. აქვეა სიკვდილით დასჯის სპეციალური ოთახიც.

ერთერთი სიკვდილმისჯილი 31 წლის რობერ ვილია,რომელმაც სასჯელის უმაღლესი ზომა 22წლის ასაკში ჩადენილი დანაშაულის გამო მიიღო. მაშინ მან პოლიციის ოფიცერი მოკლა.რობერ ვილი ტეხასის სტუნდეტთა მიერ გამოცემულ წიგნში საკუთარი ისტორიის მოყოლას თავსარიდებსდა მეგობარზე წერს :

„ჩემი მეგობარი ,რომელიც არაჩვეულებრივი ადამაიანია, ცხოვრების ბედუკუღმართობამ დასაჯა“- ვილის თქმით ადამიანს ,ვისაცსიკვდილით დასჯამოელის,სინდისის ქენჯნაზე მეტად სიკვდილი უფრო აშინებს:

„სასიკვდილო განაჩენი მუდმივად ფსიქოლოგირი სტრესის ქვეშ გამყოფებს. ბევრი ადამიანი ვიცი,ვინც ამისგან ჭკუიდან შეიშალა“-ამბობს იგი.

სიკვდილმისჯილებზე გამოცემულ წიგნში პატიმართა ჩანაწერების გარდა მათი ნახატებიცაა. საოცარია,მაგრამ ბევრი მათგანი ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშია:


„აქ უამრავი ფარული ნიჭის მქონე ადამიანი შეხვდებით.ისინი ნამდვილი ტალანტები არიან,არარეალიზებული შემოქმედი ადამიანები“ - ამბობს სივდილმისჯილი ვილი.

სიკვდილმისჯილთა შესახებ წინის გამოცემის იდეაჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორს პოლ რაფინს გაუჩნდა.მისი აზრით, ამწიგნის საშუალებითსაზოგადოებას ხმას ის ადამიანები მიაწვდენენ,ვინც მათგან უკვე დიდი ხნის განწირულია.

„გვინდოდა სიკვდილმისჯილთათვისსაკუთარი ემოციების გადმოფრქვევის საშუალება მიგვეცა.გვაინტერესებდა,თუ რა განცდაა,როცა ოთხკედელში ზიხარ და ყოველ ცისმარე დღეს სიკვდილს მოელი’-წერს იგი.

350 სიკვდილმისჯილი მამაკაციდან 50საკუთარი ემოციების ფურცლებზე გადმოტანას დასთანხმდა.ქალი სიკვდილმისჯილებიდან კი მსგავსისურვილი არავისგამოუთქვამს.შესაძლოა წიგნის გამომცემელტა მიმართ უნდობლობამ ბევრი სიკვდილმისჯილის გულგრილობა გამოიწვია,თუმცა ერთერთი გამომცემელი პაულა კეილაფი აღნიშნავს:


„ერთერთმა სიკვდილმისჯილმა მადლობაც კიგადაგვიხადა იმის გამო,რომ საშულება მივეცით დაემტკიცებინა,რომ მხეცი კი არა ადამიანი იყო“

კეილაფის განცხადებით , ვიდრე ამ წიგნზე მუშაობას დაიწყებდა , სიკვდილმისჯილებზე არასდროს უფიქრია. თუმცა მას მერე,რაც ამ ადამიანთა ისტორიები მოისმინა,დარწმუნდა,რომ ყველა მათგანიამ ზომამდე ბავშვობაში შექმნილმა პრობლემებმა მიიყვანა.არცერთ მათგანს თავის დროზე ნორმალური ოჯახი არ გააჩნდა, აკლდა მშობლების მზრუნველობა:


„სიმართლე გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში უამრავ რამეზე შემიცვალა წარმოდგენა.ახლა,ვინმემ სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებითრომ მკითხოს -მსგავსი დასჯის ფორმის აუცილებლად შევეწინააღმდეგები“-ამბობს გამომცემელი კეილაფი.

თუმცა წიგნის ერთერთი ავტორი ჯეიმს რიდგვეიაღნიშნავს,რომწიგნზე მუშაობისას ემოციათა ცვალებადობა ეუფლებოდა:

„თავდაპირველად სიკვდილმისჯილის მიმართ საოცარი თანაგრძნობა მიჩნდებოდა,მაგრამ როცა მის საქმეს გავეცნობოდი- შიშისგან ტანში ჟრუანტელი მივლიდა"


სიკვდილმისჯილთა შესახებ გამოცემულ წიგნში ავტორები მკითხველს არც საკუთარ აზრს აცნობენ და არც პატიმართა დანაშაულის შესახებ ჰყვებიან რამეს.როგორც გამომცემელი რიდგვეი აღნიშნავს:

„კითხულობ ამ ადამიანთა ჩანაწერებს და მათიუზომო დარდი შენზეც გადმოდის. არა აქვს მნიშვნელობა სასიკვდილო განაჩენის მომხრე ხარ თუ არა ,მთავარია,რომ ცოტა ხნით მაინც ამ ადამიანთა სევდის თანაზიარი ვხდებით“


XS
SM
MD
LG