ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მოსახლეობა იწონებს ქვეყნის კურსს



ავღანეთში ეროვნული მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სჯერა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. თუმცა ბევრმა ასევე გამოხატა შეშფოთება მწირი უსაფრთხოებისა და კორუფციის გამო.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აზიის ფონდმა ავღანეთის 34 პროვინციაში ჩაატარა. გამოკითხული იქნა 6400 ავღანელი ზრდასრული მოქალაქე.

იმ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის აზით, სადაც თალიბებსა და ნატოს ჯარებს შორის შეტაკებები ყველაზე ინტენსიურია, უსაფრთხოება, ძალადობა და ტეროროიზმი ყველაზე მტკივნეული პრობელემბი იყო. ისეთ რაიონებში კი, სადაც ძალადობა შედარებით ნაკლებია, ხალხი დადებითი მიმართულებით ფიქრობს. ავღანეთის გამოკითხვის პროექტის დირექტორის, სუნილ პილაის თქმით:“ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა პოზიტიური მიმართულებით ვითარდება, დადებით განვითარებებს კარგ უსაფრთხოებასა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უკავშირებენ. ხოლო ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება, ამას უსაფრთხოების სიმწირესა და კორუფციის აბრალებენ.”

გასულ წელს ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით, წელს მთავრობის საქმიანობა დადებითად იყო შეფასებული. 2009 წლის გამოკითხვა ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე იყო ჩატარებული.

წლევანდელ გამოკითხვაში მოსახლეობა საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო დადებითად აფასებს. უმრავლესობის ზარით, დღეს ისინი ეკონომიკურად უფრო განვითარებულები არიან ვიდრე თალიბების მმართველობის დროს იყვნენ.

გამოკითხულთა ორ მესამედს ელექტრო ენერგია მიეწოდება დანარჩენ მესამედს კი არა. პილაის განცხადებით:

„როდესაც ხალხს ვეკითხებით რა არის მათთვის ყველაზე დიდი პრობელმა, პასუხად ვიღებთ იმას, რომ უსაფრთხოების პრობლემას ხშირად ელექტროენერგიის, გზების, წყლისა და სამსახურების არ ქონა უსწრებს“.

გასულ წლებში დემოკრატიის მხარდაჭერა სტაბილურად იკლებდა. 2009 წლის გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ მოსახლეობის უმტრავლესობა თავისუფლებასა და სტაბილურობას დემოკრატიულ განვითარებას უკავშირებს.

პილაის განცხადებით, მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია მხადრაჭერა სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და ადგილობრივი პოლიციის მიმართ.

ისინი პოლიციას ენდობიან. მათი აზრით, პოლიცია სამართლიანია და ხალხის უსაფრთხოების დაცვა სურს. ციტატის დასასრული.

ეს გამოკითხვა წინ უსწრებს პრეზიდენტი ობამას მიერ ავღანეთის სტრატეგიის გადაფასებას, რომლის თამახმადაც ქვეყანაში სავარაუდოდ დამატებით ორმოცი ათასი ჯარისკაცი უნდა გაიგზავნოს.

აზიის ფონდის ქაბულში მცხოვრები წარმომადგენლის, ზორან მილოვიჩის თქმით:

გასულ წელს მე ძალიან ბევრ აღვღანელს ვესაუბრე და ვფიქრობ, რომ არის ერთი საერთო ფაქტორი, რომელიც თითოეული მათგანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია - შეერთებული შტატების არდმინისტრაციამ და მთავრობამ, როგორც იქნა ავღანეთისთვის ყურადღების მიქცევა დაიწყო. ციტატის დასასრული.

გამოკითხულთა უმრავლესობა იმედს იტოვებს, რომ მომავალი წლის განმავლობაში ქვეყანაში უსაფრთხოების პირობები გაუმჯობესდება. ისინი ვინც ინტენსიური ძალადობის პირობებში ცხოვრობენ ამ იმედს არ გამოთქვამენ.

XS
SM
MD
LG