ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მცირე ბიზნესი ამერიკაში სამუშაო ადგილების 65% პროცენტს ქმნის


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკულ ბანკებს მოუწოდა ქვეყნის გადასახალების გადამხდელებს სამაგიერო დაუბრუნონ. მისი თქმით, იმის გამო რომ მასტიმულირებელი პაკეტი გადასახადების გადამხდელთა ფული იყო, ბანკებმა მცირე ბიხზნესებს სესხების გაცემის წესების შემსუბუქებით უნდა გადაუხადონ სამაგიერო. პრეზიდენტის თქმით, ბანკებისთვის მიცემული ეკონომიკური მასტიმულირებელი პაკეტის დანიშნულება სესხების გაცემის გაადვილება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი ბიზნესისთვის სესხების მიცემა გაადვილდა, მცირე ბიზნესი ჯერ ისევ წვალობს. პრეზიდენტის თქმით, მცირე ბიზნესი ამერიკაში სამუშაო ადგილების 65% პროცენტს ქმნის და ამის გამო, მის დახმარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.


XS
SM
MD
LG