ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთს, რუმინეთსა და ჩეხეთს სტუმრობს


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს, რუმინეთსა და ჩეხეთს სტუმრობს. ვარშავაში ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენს ლეჰ კაჩინსკის და პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს შეხვდა.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ევროპელებს ვაჭრობისა და დემოკრატიის განვითარების შესახებ ესაუნბრება. თეთრი სახლი უარყოფს იმას, რომ თითქოს ბაიდენი ამერიკის მიერ რაკეტსაწინაღო სისტემის პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსებაზე უარის თქმის გამო გაწბილებულ ვარშავასა და პრაღასთან ურთიერთობის გამოსწორებას ეცდება.



XS
SM
MD
LG