როგორც მოსალოდნელია, დღეს გაეროს დახმარებით შექმნილი კომისია, რომელსაც დაევალა ავღანეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესწავლა, გამოაქვეყნებს ანგარიშს.
დამოუკიდებელი კომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ანგარიში გამოქვეყნდება მოგვიანებით დღეს ქაბულში.წინასწარი შედეგების მიხედვით პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაი მოიპოვა ხმების 54 პროცენტი. მაგრამ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების გამომძიებელ კომისიას შეუძლია გაყალბებული საარჩევნო ბიულეტენების გაუქმება. თუ ეს მოხდა, მაშინ ბატონ კარზაის მხარდამჭერთა ხმების რაოდენობა 50 პროცენტზე ნაკლები იქნება, ხოლო ამას მოჰყვება ხელმეორე არჩევნების ჩატარება, რომელშიც ბატონ კარზაის მთავარი მეტოქე კვლავინდებურად აბდულა აბდულა იქნება.