ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი მუქარას აგრძელებს


ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის წარმომადგენელმა რევულიციის გუშაგთა გვარდიაში მოჯთაბა ზოლნოურმა განაცხადა, რომ თეირანი უპასუხოდ არ დატოვებს ისრაელის ან შეერთებული შტატების თსვდასხმას ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ირანელი პოლიტიკოსის თქმით ,თუ ერთი ამერიკული ან ებრაული რაკეტა ჩამოვარდება ირანის ტერიტორიაზე, ისლამური რესპუბლიკა ისრაელს გაანადგურებს.

როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები და ისრაელი არ გამორიცხავენ სამხედრო დარტყმას ირანის წინააღმდეგ, თუ დიპლომატიური გზებით ვერ მოხერხდა ირანის დარწმუნება -უარი თქვას საკუთარი ბირთვული პროგრამის განვითარებაზე.


XS
SM
MD
LG