ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის სამხედრო მაღალჩინოსნები შეშფოთებას ვერ მალავენ პაკისტანისადმი ამერიკული დახმარების პირობების გამო


პაკისტანის შეიარაღებული ძალების უმაღლესი დონის მეთაურებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს იმ პირობების გამო, რომლებიც ჩადებულია აშშ-ს მიერ ავღანეთისადმი გამოყოფილ 7.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებაში. გენერალიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ადმინისტრაციას ოფიციალურად ატყობინებს სამხედროთა პოზიციას ამის თაობაზე. მათი აზრით ამ დახმარების პირობების ზოგი პუნქტი პირდაპირ საშიშროებას უქმნის ქვეყნის სუვერენობასა და უშიშროებას. ამ განცხადებაზე რეაქციის სახით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებულმა იან კელიმ აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს საკონსულტაციო და სამონიტორო მექანიზმებს, რომლის მიზანს სულაც არ წარმოადგენს პაკისტანის სუვერენობისადმი ძირის გამოთხრა. პაკისტანის მთავრობა მიესალმა აშშ-ს დახმარებას. ვაშინგტონში ამჟამად მყოფმა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ დახმარებას უწოდა ინვესტიცია, რომელიც გაკეთდა ამერიკისა და მსოფლიოს უსაფრთხოების სფეროში.

XS
SM
MD
LG