ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული ანგარიში ააშკარავებს ავღანეთის არჩევნებში მომხდარ დარღვევებს


გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით ავღანეთის ზოგიერთ პროვინციაში არჩევნებში მონაწილეთა რიცხვი ბევრად აღემატებოდა ამ საარჩევნო უბნებში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას.

ამასობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა კონგრესის ლიდერებს შეხვდა ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით. ომის დაწყებიდან 8 წლის შემდეგ პრეზიდენტი ობამა არ აპირებს ჯარების შემცირებას ავღანეთში.

ავაღანეთში ამერიკის ჯარების მთავარსარდალმა გენერალმა სტენლი მაკ კრისტალმა გააფრთხილა შეერთებული შტატების ხელისუფლება ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნის აუცილებლობის შესახებ. ამერიკელმა გენერალმა ავღანეთში დამატებით 40 000 ჯარისკაცის გაგზავნა მოითხოვა.

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ავღანეთში ერთი ესპანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 5 დაიჭრა ჰერატის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად.

XS
SM
MD
LG