ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები


ისრაელის უშიშროების ძალების ათასობით ოფიცერი იერუსალიმის ქუჩებში რეგულარულ პატრულირებას ახდენს. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები იერუსალიმის ყოველწლიურ მარშთანაა დაკავშირებული.

პოლიციის განცხადებით, სამართალდამცავები 12 კილომეტრიანი მარშის მსვლელობისას ყოველწლიურად დაახლოებით 70,000 ადამიანს ფეხდაფეხ მიაცილებენ. მარში ძველი ქალაქის მახლობლად საჩერის პარკში მთავრდება.

ისრალის პოლიცია ჯერ კიდევ არ უშვებს მუსლიმებს ძველ ქალაქში, სადაც უწმინდესი მუსლიმანური მეჩეთი ალ-აქსა და იუდაიზმის უწმინდესი ადგილი გოდების კედელი მდებარეობს.

XS
SM
MD
LG