ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა მის მრჩევლებთან ერთად ავღანეთში შექმნილ მდგომარეობას განიხილავს


თეთრ სახლში სხდომის მონაწილენი ყურადღებას გაამახვილებენ ავღანეთში მიმდინარე ომზე. სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამეთაორო ცენტრის ხელმძღვანელი დეივიდ პეტრეუსი, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვის მდივანი, სახელმწიფო მდივანი და ობამას საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში. სხდომაში ვიდეო არხით ჩაერთვება ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის მეთაური გენერალუ სტენლი მაკკრისტალი. მაკკრისტალი აცხადებს, რომ ავღანეთში თალიბების დამარცხებისათვის აუცილებელია დამატებითი ამერიკული ძალების გადასროლა. შექმნილი მდგომარეობა პრეზიდენტ ობამასთან უკვე მიმოიხილა ნატოს ახალმა მეთაურმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. როგორც რასმუსენი აცხადებს ნატოს ძალები იმდენ ხანს დარჩებიან ავღანეთში რამდენიც საჭიროა საბოლოო გამარჯვებისათვის.

XS
SM
MD
LG