ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში რაკეტების  გამოცდა  წარმატებით დასრულდა


ირანის განცხადებით ორი შორი რადიუსის რაკეტის გამოცდა საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.როგორც თავდაცვის ანალიტიკოსები აცხადებენ,ორივე რაკეტას შესწევს ძალა იმისთვის, რათა ირანმა ისრაელსა და სამხრეთ ევროპაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელოს. დღეს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ უდაბნოდან გატყორცნილი რაკეტების რამოდენიმე ფოტო გაავრცელა.

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით საკუთარი შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, ეს ქმედება ისლამისტური ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობათა ერთგავი დემონსტრირებაა.

ზოგიერთი დასავლელ ანალიტიკოსთა აზრით,ერთი რაკეტაც კი შეძლებს,რომ ბირთვული ქობინი გადაიტანოს. ხუთშაბათს ,ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა სახელმწიფოები შეეცდებიან აიძულონ ირანი გაამჟღავნოს სიმართლე ბირთვული საქმიანობის შესახებ. დღეს რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოებას ტესტირებასთან დაკავშირებული სანქციების შესახებ თავშეკავებისკენ მოუწოდა.


XS
SM
MD
LG