რომის პაპმა, ბენედიქტე მე-16, კვირას ჩეხეთის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ტექნოლოგიური წინსვლები და სოციალური სტრუქტურების დახვეწა არ არის საკმარისი საზოგადოების სულიერი სიჯანსაღის უზრუნველსაყოფად.
პაპმა 120, 000 ადამიანს წირვის დროს მიმართა და მოუწონდა ჩეხეთს დაბრუნებოდა მის კათოლიკურ ფესვებს.
მისი თქმით, ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ მატერიალური მოთხოვნილებებიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ბოროტებისგან, რომელიც ადამიანის სულზე ახდენს გავლენას.
ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა განაცხადა, რომ მიუხედავად ჩეხეთში ეკლესიის მიმართ უნდობლობისა, პაპის ვიზიტი მაინც მისასალმებელი უნდა იყოს.