ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა


გაეროში წარმოთქმულ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი და განაცხადა, რომ საქართველოში და აქედან გამომდინარე ევროპაში კრემლი ბერლინის ახალ კედელს აგებს. მის სიტყვაში სააკაშვილს არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი უშუალოდ, თუმც მოიხსენიებდა მას, როგორც გარეშე ძალას. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საქართველოს თანადგომა გამოუცხადა აგვისტოს ომის დროს. სააკაშვილმა გაფრთხილება გააკეთა იმის თაობაზე, რომ დროის საქმეა ის, სანამ რუსეთი სხვა მეზობელ ქვეყანაში შეიჭრება.

XS
SM
MD
LG